Loading data...
ირაკლი ზარქუა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი უსაფრთხოა მთელ მსოფლიოში

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, საქართველო არის ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა მთელ მსოფლიოში.

„მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ თამაზს, ღირსეული, კვალიფიციური ადამიანია. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ასევე ისაუბრა, თუ როგორ ხდება პრევენცია.

კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო მთელს სამსახურს, რადგან მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი უსაფრთხო მთელ მსოფლიოში და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც აღიარებენ.

დახურული ფორმატით წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმი. იყო არგუმენტირებული პასუხები და გამოწვევებზე სათანადო რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თამაზ ბორაშვილის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.