Loading data...
ირაკლი ზარქუა: საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას განცხადებით, საქართველოში პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას და სახელმწიფო ინსტიტუციებზე შეტევას ევროკავშირის ელჩი დემოკრატიად და თავისუფლების გამოხატვად აფასებდა, თუმცა ეს ყველაფერი ევრობიუროკრატიას ბუმერანგის ეფექტით მოუტრიალდა.

ზარქუას განმარტებით, როდესაც მათ ქვეყნებში იგივე პრობლემები წარმოიქმნა, მკვლელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში არიან ეჭვმიტანილები.

„ეს ბუმერანგის ეფექტი, რომელიც ევრობიუროკრატებს და მათ ქვეყნებს დაემართათ, ეს სახეზეა. გახსოვთ ჩვენთან, როდესაც პარლამენტის შენობას წვავდნენ, როცა უტევდნენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, როდესაც პოლიციელს ცოცხლად წვავდნენ, ეს თურმე აზრის და ესე იგი, თავისუფლების გამოხატვის საშუალება იყო და ასე ჰქონდათ ფორმულირებული აგენტურას, უსამშობლოებს და მათ პატრონებს.

მაგრამ, როგორც კი მათ დაემუქრათ მათ სამშობლოში, რასაც ჩვენ ვუყურებთ საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში ხომ? იქ უკვე მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებენ იმ ახალგაზრდებს და მე აქვე მინდოდა მეკითხა ბატონი ჰერჩინსკისთვის, აი, ევროკავშირის ელჩისთვის, რომელიც მაშინ გვიმტკიცებდა, რომ თურმე ეს არის დემოკრატია და თავისუფლების გამოხატვა ერთგვარი, ახლაც მსგავსად ფიქრობს იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც ცოცხლად წვავენ ევროპაში პოლიციელებს?“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.