Loading data...
ირაკლი ზარქუა: პაატა ბურჭულაძის მიმდევრებს და „კარენოი ნაცებს“ მივმართავ, მობილურები გვქონდეს დატენილი, მეგობრებო, თუ არადა არ ჩაითვლება ლეგიტიმურად ის თქვენი მობილურით ჩატარებული ე.წ. არჩევნები

„ტირანიის წარმომადგენელი რომ იყავი, ახალგაზრდებს რომ ხოცავდი, ბიზნესს ართმევდი, ციხის ტრაგედიებზე არც მოვყვები, სწორი განწყობაა, რომ არ გინდა „ნაცი“ გერქვას. ამ მოცემულობაში პაატა ბურჭულაძე დაწინაურდა“, - განაცხადა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ბოლო დროს პაატა ბურჭულაძის გააქტიურება.

„პაატა ბურჭულაძე „კარენოი ნაცების“ წარმომადგენელია. ახალი ნაცების წარმომადგენლები მათ [ძველებს] გაემიჯნნენ, ცოტა ესირცხვილებათ და სწორიც არის - ტირანიის წარმომადგენელი რომ იყავი, ახალგაზრდებს რომ ხოცავდი, ბიზნესს ართმევდი, ციხის ტრაგედიებზე არც მოვყვები, სწორი განწყობაა, რომ არ გინდა „ნაცი“ გერქვას.

ამ მოცემულობაში პაატა ბურჭულაძე დაწინაურდა. სექტემბერში ალტერნატიული არჩევნები ჩავატაროთ მობილურებითო, ამბობს. პაატა ბურჭულაძის მიმდევრებს და „კარენოი ნაცებს“ მივმართავ, მობილურები გვქონდეს დატენილი, მეგობრებო, თუ არადა არ ჩაითვლება ლეგიტიმურად ის თქვენი ე.წ. არჩევნები. სალომეს [ზურაბიშვილის] ალტერნატივად ბურჭულაძეს გამოძერწავენ, თუ არა, ნაკლებად საინტერესოა. ჩემი ხაბეც იბრძვის, რომ დაიბრუნოს „ვლასტი“ თავის ე.წ. პარტიაში, მაგრამ გიჟების რბოლაა. ყველაფერზე წამსვლელი ვარო, იძახის და ასეცაა. საკუთარ პარტიაში, მელია, რომელმაც ის მიიყვანა, ჩამოაგდო, ამას მოაწერა ხელი. მერე ისე ამოკრეს პანღური, ერთი არ უთქვამს რატომ გადამაყენეთო. რასაც კეზერაშვილზე ლაპარაკობდა, მერე თავისივე გადაფურთხებული როგორ აალოკვინეს, მთელმა საზოგადოებამ იცის. ახლაც იძახის, მომაქციეთ ყურადღება ყველაფერზე თანახმა ვარო. სინამდვილეში ერთი მშიშარა ბიჭია. ეს ჩვენ საკრებულოში ვიხილეთ როგორ დარბოდა პოლიციაში და ჩემს კოლეგებს დაჭერით ემუქრებოდა“, - აღნიშნა ზარქუამ.