ირაკლი ზარქუა: მზად ვართ, აშშ-თან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს და მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა
მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამისთვის კარგი იმპულსები გვაქვს, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ, საქართველოში ადგილობრივ უსამშობლოებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ჩიხში შესულიყო. მზად ვართ, ამერიკასთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილები გაიცვალა. შეხვედრა გაიმართა ენდრიუ ბეიკერთანაც, რომელიც ნაყოფიერი იყო.
ყველა იმ გამოწვევაზე ითქვა, რაც საქართველოს აქვს. კარგი იმპულსები გვაქვს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, მათ შორის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
მინდა, ამ უსამშობლოებს ვუთხრა – ერთი სიტყვა არ დასცდენიათ, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარღვევაა, პროცესი დინამიურად ვითარდება და ორივე მხარე მზად ვართ, პროცესი თავიდან დავიწყოთ. ამ უსამშობლოებს ერთი ხმა არ ამოუღიათ.
ვიდრე დელეგაცია წავიდოდა, ამბობდნენ, რომ რიგითებს ხვდებოდნენ და სახელმწიფო დეპარტამენტთან შეხვედრები არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ჩუმად არიან.
ჩუმად იქნებიან, რადგან სხვა ქვეყნების ინტერესებს ატარებენ და საქართველოს მიერ გატარებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ჩირგვებში იქნებიან“, - აღნიშნა ზარქუამ.