Loading data...
ირაკლი ზარქუა: კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები, ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ

„კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია ყველაფერს ასცდა და საბჭოთა კავშირს დაემსგავსა – თავიანთი დამოკიდებულებით, ხისტი პოლიტიკით, ხელების გადაგრეხით.

„თვითონ კარნახობენ, ვისთან უნდა ისაუბრო, ვისთან უნდა გქონდეს ბიზნესაქტიურობები – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან არ უნდა ითანამშრომლო. მარტო იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც აქ რევოლუციას გვიწყობს. წარმოიდგინეთ, კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები, ეს საბჭოთა კავშირის ნომენკლატურაა დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაში და ამ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურამ უნდა დაგვიწესოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვისუნთქოთ. ეს ყველაფერი ამაზრზენი და მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.