Loading data...
ირაკლი ზარქუა: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ერთმანეთს აბეზღებს, ეშინიათ და ახლა ყველა ერთმანეთს ემიჯნება

„ეს იყო მთავრობის დამხობის კარგად ორგანიზებული გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას.

მისი თქმით, ასეთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„არის ჩვენებები, მათ შორის ჩერგოლეიშვილი რასაც ჰყვება. ესენი ერთი გუნდია, ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ახლა ერთმანეთს აბეზღებენ, ჩვენებებს აძლევენ თუ როგორ იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ მთავრობის ჩამოგდებას. ახლა ეშინიათ და ყველა ერთმანეთს ემიჯნება. ეს იყო მთავრობის დამხობის კარგად ორგანიზებული გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისი სტრუქტურები ჩართულები არიან და ასეთი ქმედებები არავის ეპატიება“, - აღნიშნა ზარქუამ.