Loading data...
ირაკლი ზარქუა გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე: ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში

ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ყოფილი ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში - კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, გერმანული საიტებიდან ცრუ ინფორმაციაც წაიშალა.

„გვყავდა გერმანიის ელჩის, რომელიც იყო მხარდამჭერი რადიკალების, რომელიც იყო მხარდამჭერი ამ უსამშობლოები, რომელიც აქეზებდა მოლოტოვის კოქტეილებს, რომელიც აქეზებდა პარლამენტზე შტურმს, რომელმაც ვერ გაითავისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ იყო სალომე ზურაბიშვილი, არამედ იყო მიხეილ ყაველაშვილი და ამას შეგნებულად აკეთებდა. მათ შორის, იმ საგარეოს საიტებზე, გერმანულ საიტებზე, იქაც კი არ შეაცვლევინა. როგორც კი ჩამოშორდა ეს ადამიანი და გათავისუფლდა მათ შორის გერმანიის საელჩოც, უკვე დალაგებისკენ წავიდა.

ჩვენი ელჩი, რომელიც 7 თვეზე მეტი ელოდებოდა თანხმობას, უკვე დღეს ხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ინიშნება ელჩად. მათ შორის, ის ცრუ ინფორმაციაც წაიშალა გერმანული საიტებიდან. ეს ნიშნავს, რომ ელჩი იყო მუხრუჭი ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. ასეთი კიდევ გვყავს რამდენიმე ელჩი, რომელიც უსამშობლოების მხარდამჭერები არიან, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ აქ რევოლუცია მოხდეს და შემდეგ თავიანთი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ეს ქვეყანა ომში გახვიონ. ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო, ვიცით, ყველაზე გვაქვს ინფორმაცია, ამიტომ, არ გავატარებთ“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.