Loading data...
ირაკლი ზარქუა ბერა ივანიშვილის სარჩელზე: ხან რა დააბრალეს, ხან რა - ამას სამართლებრივად წერტილი უნდა დაესვას

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ბერა ივანიშვილის მიერ სამართლებრივი დავის დაწყებასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

​„ხან კრიმინალს აბრალებენ, ხან საქმის გარჩევებში ჩართვას, ხან რას და ხან რას. ამას სამართლებრივად წერტილი უნდა დაესვას. ეს შექმნის მორიგ პრეცედენტს, რომ თუ ადამიანს დააბრალებ და ცილს სწამებ, შემდეგ ამაზე პასუხის გაცემა მოგიწევს“, - აღნიშნა მმართველი გუნდის დეპუტატმა.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.