აშშ-ში შუალედური არჩევნები დაიწყო
ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნებისთვის პირველი საარჩევნო უბნები გაიხსნა.
პირველი საარჩევნო უბნები ჩრდილო-აღმოსავლეთ ვერმონტის შტატში აღმოსავლეთის დროით 05:00 საათზე გაიხსნა.
შემდეგ კენჭისყრა დაიწყება კონექტიკუტში, ინდიანაში, კენტუკიში, მენში, ნიუ-ჰემპშირში, ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკსა და ვირჯინიაში, სადაც ყველა საარჩევნო უბანი 06:00 საათზე გაიხსნება.
ბოლო საარჩევნო უბნები აღმოსავლეთის დროით 11:00 საათზე ალასკასა და ვაშინგტონში, ხოლო ჰავაიზე – 12:00 საათზე გაიხსნება.
პირველი საარჩევნო უბნები აღმოსავლეთის დროით საღამოს 6:00 საათზე დაიხურება და პირველი შედეგებიც, სავარაუდოდ, ამ დროს გამოქვეყნდება.
ამ დროისთვის 57 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე მისცა ხმა ფოსტის საშუალებით.
ამ არჩევნებში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს, სენატის 35 წევრს, ასევე, აშშ-ის 39 გუბერნატორს აირჩევენ.
აშშ-ს არჩევნებში ერთიანი ცენტრალური სისტემა არ აქვს.
თითოეული შტატი თვითონ წყვეტს კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს.