Loading data...
ირაკლი ზარქუა ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე: ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, ვინაიდან არმაზ ახვლედიანი არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი

„ამ ყველაფერს გრანტების მიღების ნაწილში თანხმობა სჭირდებოდა. ალბათ დაინტერესდება შესაბამისი უწყება და სამსახური, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინართან დაკავშირებით.

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეხვედრა პოლიტიკური ხასიათის იყო.

„თურმე ბახმაროში ფარულად იკრიბება უსამშობლოების გარკვეული ჯგუფი, „ნაცპოლიტიკოსები“ და მათთან ერთად ევროკავშირის ელჩი, ელჩები და გარკვეული ევრობიუროკრატები. ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური შინაარსის შეხვედრა, ვინაიდან არმაზ ახვლედიანი არის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი. აქ გვეჯდა პარლამენტში, ჩვეულებრივად აქტივისტი იყო, პოლიტიკოსი.

ბუნებრივია, ხე-ტყეზე, ფლორასა და ფაუნაზე არ ისაუბრებს. იქ საუბარი იქნება მორიგ ჯერზე, სავარაუდოდ, ქვეყანა როგორ არიონ. შესაბამისად, ამ ყველაფერს გრანტების მიღების ნაწილში თანხმობა სჭირდებოდა. ალბათ დაინტერესდება შესაბამისი უწყება და სამსახური რასთან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა ზარქუამ.