Loading data...
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას, დარწმუნებული ვართ, ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაური ულოცავს პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს.

„ვულოცავ პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახეთის ხალხს ყურულთაის პირველი არჩევნების წარმატებით ჩატარებას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს არჩევნები ხელს შეუწყობს ყაზახეთის შემდგომ განვითარებას, სტაბილურობასა და წინსვლას და ყაზახი ხალხის კეთილდღეობას“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.