Loading data...
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ აშშ-ის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას, საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას

საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ განაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას.

„საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის, რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის! ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ წარმატებას - ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას! საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.