Loading data...
ირაკლი კობახიძე: თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ქვეყანას სჭირდება

თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას.

„რაც შეეხება იაფ რესურსებს, ჩვენ ნავთობი და გაზი არ გვაქვს, რჩება ერთადერთი, ელექტროენერგია. თუკი სადმე იყო ძალიან სერიოზული ზეწოლა, ეს იყო სწორედ ჰესების მშენებლობაზე. არა მხოლოდ ნამახვანის შემთხვევაში, იყო უამრავი სხვა ფაქტი, როდესაც იბლოკებოდა ჰესების მშენებლობა.

აქვე შეგვიძლია დავდოთ პირობა, რომ მომავალში ჰესები აშენდება ისე, როგორც ეს სჭირდება ქვეყანას. თუ ეს არ მოხდა, მრეწველობასაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნება და საერთოდ, ეკონომიკა ვერ განვითარდება. მთლიანად ვიქნებით დამოკიდებული გარე ფაქტორებზე“, - განაცხადა პრემიერმა.