ირაკლი კობახიძე: სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე.
„ნიუ-იორკში მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ერთგულება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისადმი“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Had the opportunity to meet with Prime Minister @NikolPashinyan in New York. We exchanged views on 🇬🇪-🇦🇲 relations and regional developments, reaffirming our shared commitment to peace, stability and prosperity in the region. https://t.co/VTP5fHiIhw
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) September 24, 2026