ირაკლი კობახიძე: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული
„თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა.
„არის კონკრეტული მიმართულება ასტროლინგვისტიკა, რაც სპეციფიკური პროგრამაა. რაც შეეხება პედაგოგიკას თსუ-ში, განათლების მიმართულება რჩება მთლიანად, არა გამომდინარე ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან, პედაგოგიკა რჩება ილია უნივერსიტეტში, თუმცა არის სპეციფიკური პროგრამები. თუ არის გარკვეული ხარვეზები, რაც დასაბუთებული იქნება, რომ საჭიროებს მომატებას დაკლებას და ა.შ, თითოეულ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რომ შესწორება შევიტანოთ. ამის დრო ჯერ კიდევ არის. აქვე გპირდებით, სადაც იქნება არგუმენტები და მოვისმინეთ არგუმენტები, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მზად ვართ, რომ შევიტანოთ შესწორებები.
რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ერთ რამეს დავაზუსტებ, რომ შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა. თუ ხარვეზები გაიპარა, მზად ვართ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. ამისათვის დრო არის და მადლობა არგუმენტებისთვის და კომენტარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, შრომით ბაზარზე იგულისხმება არა მხოლოდ დღეს არსებული მოთხოვნა, არამედ პოტენციური მოთხოვნაც.
„მაგალითად, დღეს შეიძლება, ნაკლები იყოს მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე და მომავალში ეს შეიძლება, პოტენციურად გაიზარდოს, შეიძლება, იყო ზრდის პოტენციალი და ეს არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ანალიზში. ყველა მსხვილი სფერო არის აღებული სამართალი, მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები და ყველა მიმართულებით არის განსაზღვრული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვოტები. თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.