ირაკლი კობახიძე: პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა არის რთული, როდესაც სუსის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში - დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი იქნება რეაგირება
როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რთულია დეტალებში ჩახედვა, როდესაც სუსის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში.
„როდესაც ჩატარდა პარტიული ყრილობა და ცნობილი განცხადება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ მე დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ამის შემდეგ წელიწადი და ხუთი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ყველა პრინციპული პრობლემა დაგვეძლია კორუფციასთან დაკავშირებით, იმდენად რთული იყო კორუფციასთან გამკლავება. პრემიერ-მინისტრის პოზიციიდანაც კი რაღაცებში ჩახედვა არის რთული, როდესაც სუსის უფროსი შეიძლება თვითონ იყოს ჩართული კორუფციულ ქმედებებში. დღეს თუ ვინმე მაჩვენებს ერთ კორუფციულ ფაქტს ერთ რომელიმე მინისტრთან დაკავშირებით, მყისიერი იქნება რეაგირება, ამას პირადად გპირდებით“, - განაცხადა პრემიერმა.