ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ
„ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ.
„გიგლა ბერბიჭაშვილიც საცოდავი კაცი იყო. იყო ერთი უბრალო კაცი, გააგიჟეს. იქაც იგივე იყო, რომ ავტორიტეტები არ უნდა არსებობდეს - დღევანდელი იდეოლოგიაც ეს არის, მაშინდელიც ეს არის. მთელი პროპაგანდა მიდიოდა ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ, თანაბრად იყვნენ ჩართული ამაში ბოლშევიკებიც და მენშევიკებიც, გააგიჟეს ეს საცოდავი კაცი, არც ინტელექტი ჰქონდა, არც არაფერი, დაიჯერა, რომ თავად ჰქონდა უპირატესობა ილია ჭავჭავაძის მიმართ და ესროლა. ერთი მხრივ, საცოდავი კაცი იყო, მაგრამ ასე თუ შეხედავდი, მაშინ წაახალისებდი იმას, რაც გააკეთა. რაც ფიცოს შემთხვევაშიც მოხდა. არ შეიძლება ლოიალური დამოკიდებულება ასეთი პროცესების მიმართ. ამ ადამიანებს უნდა ვუთხრა, რომ არიან თან საცოდავები და თან ბოროტებაში არიან ჩართული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.