1791799801
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია გავზარდოთ 45 ლარით
მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 1-ელი იანვრიდან 415 ლარი გახდება, - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„საზოგადოებას მინდა გავუზიარო ინფორმაცია 2 მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც სოციალურ საკითხებს უკავშირდება. პირველი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით.
შესაბამისად 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა, პირველი იანვრიდან გახდება 415 ლარი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.