Loading data...
ირაკლი კობახიძე - „ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან, ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში, შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

პრემიერის თქმით, „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ - ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში.

„ლელო“ ცდილობს, თავი დაიხსნას საკონსტიტუციო სარჩელისგან და შესაბამისი პროცესისგან. ეს თავის დროზე, მოახერხა გახარიას პარტიამ, როდესაც შევიდა პარლამენტში. შესაძლოა, იგივე მცდელობა ჰქონდეს „ლელოსაც“, თუმცა, მეეჭვება, რომ მათ თავი დაიხსნან საკონსტიტუციო სარჩელისგან. ჩვენთვის ეს პარტიები არის აბსოლუტურად ერთი და იგივე. „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ „ლელო“, გახარია, ყველა სხვა, ესენი სინამდვილეში არიან ერთი ძალა და მათ აერთიანებთ ერთი საერთო რამ - ყველა მათგანი არის უბრალოდ, აგენტურა და ისინი გარე ძალების კარნახით მოქმედებენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ბოკერიას და მსგავსი ე.წ პოლიტიკოსების განცხადებებს, ასეთ განცხადებებს ისინი უკვე მრავალი წელია აკეთებენ, მათ უყვართ ბაქიბუქი და ვერ ელევიან ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში მათი განცხადებები ვერ აღმოჩნდა წარმატებული. შეუძლიათ ილაპარაკონ, რაც უნდათ, საქართველო არის დემოკრატია და სისულელეების ლაპარაკიც შედის დემოკრატიის პრინციპის სივრცეში“, - განაცხადა პრემიერმა.