ირაკლი კობახიძე: კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის „მეგობარი აქტი“, ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში

„თავისთავად კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის „მეგობარი აქტი“. ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს სურს, სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გააახლოს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ამას წინ ვერაფერი დაუდგება.
„თავისთავად კარგია, რომ დღის წესრიგში აღარ არის „მეგობარი აქტი“. ეს იყო ჩვეულებრივი მტრული აქტი, ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული დამოკიდებულება გამოვლინდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენი პოლიტიკა და პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი - ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, ამას წინ ვერაფერი დაუდგება“, - განაცხადა პრემიერმა.