Loading data...
ირაკლი კობახიძე - გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება

„გამოწვევა არის სახელმწიფო უნივერსიტეტების გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ამასაც სჭირდება სახელმწიფოს რეაგირება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმეტეს შემთხვევაში შენობა-ნაგებობები არ არის სათანადო მდგომარეობაში.

„საერთო საცხოვრებლები არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გამოწვევა. ასევე კულტურული, სპორტული თვითრეალიზებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ყველა მიმართულებით გვაქვს დეფიციტი, გამოწვევები და ამასაც სჭირდება სახელმწიფო რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.