1761133783
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მხარეებმა ერთმანეთს დაუდასტურეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის ფარგლებში, მქონდა პატივი, მემასპინძლა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვისთვის.ჩვენ დავადასტურეთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება. განვიხილეთ ეკონომიკური კავშირების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხი, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის იდეისადმი ჩვენი ერთგულება“, - აღნიშნავს პრემიერი.