ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება
ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ში წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოს ინიციატივებში საქართველოს ჩართულობის საკითხებს.
„განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება. საუბრისას ასევე შევეხეთ ეუთოს ინიციატივებში ჩვენი ჩართულობის საკითხებს.
ხაზი გავუსვით დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას“, - წერს ირაკლი კობახიძე.
Within the framework of #ADF2026, met with H.E. Feridun H. Sinirlioğlu, Secretary General of the Organization for Security and Co-operation in Europe. We discussed Georgia’s commitment to democratic principles and human rights, as well as our engagement with the OSCE, emphasizing… pic.twitter.com/c3p1AIysCm
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) April 17, 2026