Loading data...
ირაკლი კობახიძე: აქტიურად ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რათა მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე

ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

„ჩვენ ვმუშაობთ სახელმძღვანელოების დახვეწაზე სკოლების დონეზეც, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამ მიმართულებითაც სერიოზული ხარვეზები გვაქვს. აქაც, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ ახალი, ბევრად უფრო დახვეწილი სახელმძღვანელოები, რომლებიც იქნება დაფუძნებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.