Loading data...
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის - სუს-ს

აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სუს-ს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში უკრაინიდან შემოსულ ასაფეთქებელ ნივთიერებასთან დაკავშირებულ ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ნებისმიერი ასეთი ფაქტი სრულად უნდა იქნეს გამოძიებული.

„თავისთავად, ეს უკვე ძალიან მძიმე ფაქტია, რომ კონკრეტული ეჭვმიტანილი, ამ საქმის ფიგურანტი საუბრობს უკრაინის სპეცსამსახურებზე. რა თქმა უნდა, ეს არის ის საკითხი, რითაც განსაკუთრებულად უნდა დაინტერესდეს სუს-ი და ბუნებრივია, დაინტერესდება კიდეც. რაც შეეხება შესაძლო კავშირს იმ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება, მათ შორის, ამ დაანონსებულ, ე.წ. დამხობასა და ა.შ. ესეც არის ის საკითხი, რითაც უნდა დაინტერესდეს სუს-ი.

ხედავთ, რომ აბსოლუტურად სასოწარკვეთილია ოპოზიცია, დასუსტებულია და ასეთ დროს მათ შეიძლება, ნებისმიერი ტიპის პროვოკაციაზე დაიწყონ ფიქრი. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებს ყველა უწყებას და მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს.

ნებისმიერი ასეთი ფაქტი უნდა იყოს სრულად გამოძიებული და უნდა დავადგინოთ, ვის უნდა ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოტანა, ქვეყნისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ დავუშვებთ და რეაგირება გვექნება მკაცრი“, - განაცხადა პრემიერმა.