1772906967
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე ჩავკეტეთ, რასაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
როდესაც საუბარია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, 2018 წლის შემდეგ ვერავითარი მიწა ვერ გაიყიდებოდა უცხოელებზე, რადგან მთლიანად ჩაკეტილია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიწებზე დანიშნულების შეცვლაც ძალიან მკაცრად კონტროლდება.
„ჩვენ ჩავკეტეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებზე, ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. მიწებზე დანიშნულების შეცვლას ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ. მთავრობის ყველა აქტი არის გამჭვირვალეა, იუსტიციის სამინისტროც გამჭვირვალედ მუშაობს, შეგვიძლია, ერთად გადავამოწმოთ კონკრეტული ფაქტები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.