Loading data...
ირაკლი კირცხალია: სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ

„არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ, რომელთაც ესაუბრებიან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამის შეფასება მარტივია.

„ისინი აცხადებენ გაფართოების კრიტერიუმებს და ამ კრიტერიუმებით აცხადებენ ვინ არის მზად სრული მონობისთვის. ისინი აცხადებენ ამ კრიტერიუმებით, ვინ არის მზად, რომ თქვას სრულ სუვერენიტეტზე უარი, 100%-ით დათმონ სუვერენიტეტი, სასამართლო ხელისუფლება, ვეტინგისთვის.

როდესაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლება ხალხს არ ეკუთვნის, ეს არის საუკეთესო საბჭოთა სახელმძღვანელოთი ხელმძღვანელობა. მეტსაც ვიტყვით, უფრო მეტად ჰიბრიდული, დახვეწილი და დღევანდელ ტექნოლოგიებსა თუ პოლიტიკურ რეალობას მორგებული.

ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს ევროპული ღირებულებები, რომლებზეც თავის დროზე იდგა ევროკავშირი. ამ ქვეყანაზე არაფერია მუდმივი, განსაკუთრებით პოლიტიკოსები და ბიუროკრატია, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს იღებს. ასე რომ, მათი გადაწყვეტილებაა და შემდეგ იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, დათანხმდნენ ამ პირდაპირ მონური მორჩილების პირობებს თუ არა.

სად და როგორ წავა ევროკავშირი და ბრიუსელი ასეთ მოთხოვნებით, ამასაც კარგად დავინახავთ ჩვენც და მთელი მსოფლიოც“, - განაცხადა კირცხალიამ.