ირაკლი კირცხალია: საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ მათ ბაიდენის ადმინისტრაციისგან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ საქართველოსთან მიმართებით
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მესიჯი იყო ის, რომ მათ ბაიდენის ადმინისტრაციისგან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდათ საქართველოსთან მიმართებით.
როგორც კირცხალიამ „ღამის კურიერის“ ეთერში განმარტა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი და ამოსავალი წერტილი.
„რაც შეეხება იმ შეხვედრას, რომელიც განხორციელდა ბატონი მიხეილ ყაველაშვილის და ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობით აშშ-ის ადმინისტრაციის უმაღლეს წარმომადგენლებთან, მთავარი მესიჯი და ფაქტი, რაც კომუნიკაციის დროს მათ დააფიქსირეს, რომ რეალურად, მათ ადმინისტრაციაში დახვდათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, კონკრეტულად და ხაზგასმით საქართველოსთან მიმართებით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი და ამოსავალი წერტილი. თავი რომ დავანებოთ, ზოგადად, კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებით რაც გაჟღერდა, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ვხედავთ და ისინიც კარგად ხედავენ, ყველა ქვეყანასთან მიმართებით ეკონომიკური, პოლიტიკური კუთხით და ა.შ. თუ როგორი მემკვიდრეობა დარჩა ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.