ირაკლი კირცხალია: სააკაშვილი იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში, გვახსოვს მისი გეგმებიც, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული

„ბატონი [მიხეილ] სააკაშვილი, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში და შემდეგ ცდილობდა ყველანაირად, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის, იქიდანაც კი ცდილობდა, მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეფინანსებინა და ეკეთებინა ჩვენს ქვეყანაში თავისივე აგენტებზე დაყრდნობით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
დეპუტატი გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიით ხელისუფლებამ „ქურდების, ყაჩაღების და ა.შ. სრული რეაბილიტაცია“ მოახდინა. ამასთან, სააკაშვილმა კომისიის მუშაობას „კრიმინალების კონტრრევოლუცია“ უწოდა.
კირცხალიას თქმით, გვახსოვს მისი გეგმები, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული. შესაბამისად, მის განცხადებებთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არათავსებადია.
„ბატონი სააკაშვილი როდესაც ასეთ შეფასებას აკეთებს, რომელიც იყო მთავარი კრიმინალი მისი ხელისუფლების პერიოდში და შემდეგ ცდილობდა ყველანაირად, სანამ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც დღეს არის და აღსრულდებოდა სამართალი მის მიმართ, იქიდანაც კი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ანტისახელმწიფოებრივი საქმე ეფინანსებინა და ეკეთებინა ჩვენს ქვეყანაში თავისივე აგენტებზე დაყრდნობით. გვახსოვს მისი შემოსვლაც და მისი გეგმებიც, თუ რა მიზნით შემოიპარა არაჟნებთან ერთად ყოფილ პრეზიდენტად წოდებული. რაც შეეხება მის განცხადებებს, ამაზე უბრალოდ სერიოზული კომენტარის გაკეთებაც კი არათავსებადია მასთან.
ხოლო რაც შეეხება რას ველოდებით ჩვენ საგამოძიებო კომისიისგან, ველოდებით იმ მყარ დასკვნას, რომელსაც ძალიან სკურპულოზურად შეადგენს საგამოძიებო კომისია და რომელიც იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დასაყრდენი ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“, რომ ჩვენ წარვადგინოთ საკონსტიტუციო სასამართლოში მყარი სარჩელი ამ მართლა მოღალატეების და მოძალადეების წინააღმდეგ და ერთხელ და საბოლოოდ ჩამოცილდნენ ქართულ პოლიტიკას ეს მავნებლები და ეს აგენტურული ქსელი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.