ირაკლი კირცხალია: ოპოზიციას და მათ პატრონებს ვეტყოდი, ნუ წვალობენ და ოთხივე დანაყოფს მისცენ უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ გამანადგურებელი შედეგით დამარცხდნენ

„ოპოზიციას და მათ პატრონებს ვეტყოდი, რომ ნუ წვალობენ და ოთხივე დანაყოფს მისცენ უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ გამანადგურებელი შედეგით დამარცხდნენ“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის დადგმულ სცენარს და აბსურდის თეატრს საზოგადოება უკვე რამდენიმე წელია უყურებს.
„ვხედავთ, ოპოზიციაში წვალობენ, რომ როგორმე შემოიძურწონ თვითმმართველობის არჩევნებში. მე ვეტყოდი მათ, რომ ნუ წვალობენ, მათ პატრონებსაც იმავეს ვეტყოდი. პირდაპირ შეუძლიათ ოთხივე დანაყოფს მისცენ უფლება, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ გამანადგურებელი შედეგით დამარცხდნენ.
ეს ხომ მათი დადგმული სცენარი და მათი დავალებით მოქმედებაა, უბრალოდ გამოიკვეთა, რომ ორი ფლანგი აპირებს მონაწილეობის მიღებას და მეორე ორი ფლანგი ერთმანეთის და ამათ ბულინგშია გადასული. ამ მარაზმს და აბსურდის თეატრს უყურებს უკვე საზოგადოება მერამდენე თვეა თუ წელია“, - აღნიშნა კირცხალიამ.