ლევან მაჭავარიანი: ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, როდესაც გახარია საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, გვახსოვს რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებით

„ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. კარგად გახსოვთ ბატონო გახარია როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, გიორგი გახარიას პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლა კიდევ ერთხელ მოუწევს.
„თავიდან ახსენა [საგამოძიებო კომისიაზე] რომ გატაცებებს ჰქონდა ადგილი და სხვა გზა არ მქონდა დარჩენილიო, შემდეგ ალეკო ტაბატაძემ შეუსწორა, რომ გატაცებები არ ყოფილა. გახარიამ ზუსტად ერთ წუთში შეცვალა ჩვენება და განაცხადა, რომ სიტყვა გატაცება არ მიხსენებიაო.
გახარიამ გადადგა ისეთი ნაბიჯი, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მოხარულები ვართ, რომ ამ საკითხს პროკურატურაც იძიებს და დიდი ალბათობით საგამოძიებო კომისიაშიც მოუწევს გახარიას კიდევ ერთხელ მიბრძანება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.