Loading data...
ირაკლი კირცხალია: ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია

„ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია , - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შაბათს ჩანიშნულ უმრავლესობის სხდომასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ლოგიკურია, რომ საზოგადოებისა და განსაკუთრებით, მედიების მხრიდან ინტერესი არსებობს.

„ლოგიკურია, რომ ინტერესი არის საზოგადოების მხრიდანაც და, განსაკუთრებით, მედიების მხრიდანაც. იცით, რომ საპარლამენტო ცხოვრება მიმდინარეობს. იცით, როგორ ფორმატებში ვიკრიბებით. ყველა მიჩვეულია, რომ, ტრადიციულად, უმრავლესობის სხდომა ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე, და როდესაც სხვა თარიღი დასახელდა, ამან მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ეს ჩვეულებრივი მომენტია. შეკრება, როდესაც პარტიული ცხოვრება მიმდინარეობს, ნებისმიერ დროს შეიძლება. ასე რომ, დარჩა ორი დღე და განცხადებაც იქნება შეხვედრის შემდეგ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.