ირაკლი კირცხალია: ქვეყნის ბიუჯეტის პროექტი სესიაზე განსახილველად ოთხშაბათს შემოვა - ნაერთი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მლრდ-ით არის გაზრდილი და 35,5 მლრდ-ს შეადგენს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტში განსახილველ ქვეყნის ბიუჯეტის პროექტზე ისაუბრა.
„ყველაზე მთავარი განსახილველი თემა რაც იყო, მოგეხსენებათ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც ოთხშაბათს შემოვა და დაიწყება სასესიო განხილვები. ასევე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ბიუჯეტმა ყველა კომიტეტი გაიარა. იცით, რომ წლიდან წლამდე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები. ნაერთი ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 3 მლრდ-ით არის გაზრდილი და 35,5 მლრდ-ს შეადგენს, რომელიც უნდა განვიხილოთ.
ძირითადი მიმართულებებია ჯანდაცვა, სოციალური მიმართულებები და ასე შემდეგ. სწორედ ამის განხილვა იქნება და საზოგადოება ამ ყველაფრის განხილვას კიდევ ერთხელ მიადევნებს თვალს სასესიო და პლენარულ რეჟიმში“, - აღნიშნა კირცხალიამ.