1791828886
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა
დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
ჟურნალისტმა მას ლაშა ბექაურზე დავით ქაცარავას განცხადების შეფასება სთხოვა.
„დამერწმუნეთ, ლაშა ბექაურისთვის, ან ნებისმიერი თავმოყვარე ქართველისთვის ქაცარავა რომ შეგაქებს, დიდი უბედურებაა. გავიხსენოთ, ვინ არის ქაცარავა და ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რომ არასერიოზულია“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ცნობისთვის, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „უდავოდ ძლიერი და გამორჩეული სპორტსმენია ლაშა ბექაური, მაგრამ მკვლელ და სადისტ ხარებასთან პოზირების შემდეგ მისი ნებისმიერი წარმატება ნულოვან ემოციას იწვევს. მარტო მაგარი სპორტსმენობა პატრიოტიზმს საერთოდ არ ნიშნავს“.