Loading data...
ირაკლი კირცხალია: ჩვენმა ქვეყანამ საზოგადოების მკაფიო დაკვეთით გაწყვიტა, შეინარჩუნოს მშვიდობა, აი, ამას ვერ ეგუებიან ბრიუსელში

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ბრიუსელი ვერ ეგუება იმას, რომ  საქართველომ საზოგადოების მკაფიო დაკვეთით გაწყვიტა, შეინარჩუნოს მშვიდობა.

მისი თქმით, ის თანხები, რომლებიც ქვეყანაში შემოდიოდა  კეთილშობილური მიზნებით, სხვა მიმართულებით იხარჯებოდა. 

„მაშინ, როდესაც ირგვლივ ცეცხლის რკალშია გახვეული ყველაფერი, ჩვენმა ქვეყანამ საზოგადოების მკაფიო დაკვეთით გაწყვიტა, შეინარჩუნოს მშვიდობა და იზრუნოს თავის ქვეყნის თითოეული მოქალაქეების კეთილდღეობაზე. აი, ამას ვერ ეგუებიან. აი, ამიტომ ეს მუქარები, ის მაგიდაზე ხელის ბრახუნი დახურულ კარს მიღმა და ის ბინძური მოთხოვნები - ჩვენი ომში ჩართვის მოთხოვნა და სურვილი ე.წ „დიფ სთეითის“ მხრიდან გამოვიდა სააშკარაოზე.

ათობით მილიონი ბოლო თვეებში და წლებში არის გადმორიცხული. ზოგადად რომ შეხედო, ალბათ, ასობით მილიონს უდრის ის თანხები, რომლებიც აქ შემოდიოდა ვითომ კეთილშობილური მიზნებით და რეალურად, იხარჯებოდა სხვა მიმართულებით, სხვა მიზნებისთვის. ეს მიმართულება საზოგადოებამ კარგად ნახა მე-5 რევოლუციურ სცენარში რუსთაველის გამზირზე“, - აღნიშნავს კირცხალია.