Loading data...
ირაკლი კირცხალია: ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა

ჩვენ პატარა სახელმწიფოს კომპლექსი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა ნიშნავს, შენ განსაზღვრო, რა შეგიძლია და როგორი დონის ჩარევა შეგიძლია, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოვა დრო, როცა საქართველოს გარეშე ვერაფერი ვეღარ მოხდება.

„ყველამ კარგად იცის ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ყველამ კარგად იცის შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი როლი, იცით, ჩვენი ჩარევა რა არის ამ თავდასხმების დროს? ჩვენი სტრატეგიული დუმილი, ჩვენი სტრატეგიული ღიმილი, როცა სამიტებს და ფორუმებს მართავენ შავი ზღვის ეკონომიკური განვითარების ირგვლივ და პოლიტიკურ იგნორში ამყოფებენ ჩვენს ქვეყანას. მოვა დრო, როცა ყველაფერი ჩვენს გარეშე ვერ მოხდება. ეს არის ჩვენი ჩარევა იმ მოვლენებში, რაც ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა კირცხალიამ.