Loading data...
ირაკლი კირცხალია ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფაზე: ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწროპარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გუშინ საარჩევნო შტაბთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეების მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას მიმართ მიყენებულ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

„ის, რომ ლიბერალური ფაშიზმი გახლავთ ზუსტი ახსნა და განმარტება იმ სამწუხარო მოვლენის, რომელიც არის ჩვენს საზოგადოებაში ამ ერთი მუჭა რადიკალების გადამკიდე, არის ფაქტი. ყველაფერს კადრულობენ იმისთვის, რომ ეს ვიწროპარტიული, მდარე ინტერესი გამოავლინონ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.