Loading data...
ირაკლი კირცხალია: ბატონი ფიშერი, ევროკავშირის ელჩი - ეს ადამიანები ნაცმოძრაობის პარტაქტივად იქცნენ

ბატონი ფიშერის, ასევე ევროკავშირის ელჩის განცხადებები არახალია, ეს ადამიანები იქცნენ ნაცმოძრაობის პარტაქტივად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს განცხადებები ისევ მათ მორალურ მხარეზე მიუთითებს.

„რაც შეეხება [ელჩისადმი] მედიის მიერ დასმულ კითხვას ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით - არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ისინი ასეთ პასუხს გაგვცემენ. ასე რომ, თითოეული მათი განცხადება, ასეთ უტიფარი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის, თავისუფალი მედიის მიმართ მხოლოდ მიუთითებს მათ მორალურ მხარეზე, ჩვენს ქვეყანაში მათ პოლიტიკურ კუთვნილებაზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.