1757874333
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: აქედან წასული ყოფილი მაღალჩინოსნები პირდაპირ დაინტერესებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ჯგუფებს დესტაბილიზაციის მოწყობაში, დღეს სახელმწიფო სამსახურები არიან ძალიან ეფექტიანი, გამართული, ძლიერი

„რა თქმა უნდა, აქედან წასული ყოფილი მაღალჩინოსნები პირდაპირ დაინტერესებულები არიან, რომ ხელი შეუწყონ რადიკალურ ჯგუფებს დესტაბილიზაციის მოწყობაში, რევოლუციური სცენარების განვითარებაში, მაგრამ ყველამ იცოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება და მარტივი მოცემულობა, რომ დღეს სახელმწიფო სამსახურები არიან ძალიან ეფექტიანი, გამართული, ძლიერი“, - განაცხადა გადაცემასთან „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ხელაძემ „ჰექსოგენის საქმესთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველა შესაბამისი მცდელობა აღკვეთილი იქნება.
„შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველას - ქვეყნის მოღალატეს და იმ მცდელობების ავტორს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გააუბედუროს და დაღუპოს ჩვენი ქვეყანა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.