1785263933
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
„ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ბოროტი ყოველთვის ცდილობს, რომ საზოგადოების დემორალიზაცია მოახდინოს და ამის საუკეთესო საშუალება არის ადამიანზე ისეთი ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენა, რომელიც თრგუნავს ადამიანის თავისუფალ ნებას.
„ბილწსიტყვაობა ამის ყველაზე მოკლე გზაა, ამიტომაც არის, რომ დღეს ვიღაც-ვიღაცები ამ ბილწსიტყვაობას ტაშს უკრავენ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.