Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს არ შურს არავისი, მით უმეტეს, მოლდოვისა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოს არ შურს არავისი, მით უმეტეს, მოლდოვისა. როდესაც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხოლმე არა იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვას ვეჯიბრებით, არამედ ევროჩინოვნიკების არარელევანტურ განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი საქართველოს პროგრესს ადარებენ მოლდოვას ან უკრაინაში შექმნილ ვითარებას“, - აცხადებს ქადაგიშვილი.