ირაკლი ქადაგიშვილი: რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია

„რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას მარცხი გარანტირებული აქვს.
„მიუხედავად იმისა, რომ გარედან ხდება კორექტირება და მართვა, შიდა კონკურენცია მაინც არსებობს. რაც დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ „ნაცმოძრაობის“ პერსპექტივა ნულის ტოლია. უნდა აღინიშნოს, რომ არც ამ პარტიებს, რომლებიც, პრინციპში, „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე იყვნენ და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ერქვათ, არც მათ აქვთ დიდი შანსი, რომ „ქართული ოცნების“ რაიმე სახის რეალური ალტერნატივა გახდნენ.
შედეგები იქნება ისეთივე, რა შედეგებიც იყო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს დედაქალაქშიც და სხვა მუნიციპალიტეტებშიც“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.