Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის ყველა აქტივობა მიმართულია არა ქართველი ხალხისკენ, არამედ გარე სპონსორებისკენ

„რადიკალური ოპოზიციის ყველა აქტივობა მიმართულია იქითკენ, რომ გარე სპონსორებს უთხრან - არ მოადუნოთ გარედან ზეწოლა საქართველოზე იმიტომ, რომ ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ამ მარგინალური ძალისა არის დახმარება პოლიტიკური განცხადებების თუ ფინანსური დონაციების მხრივ“, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ 9 მაისს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი რეალურად კეთდება იმისათვის, რომ გარე ძალებს დაანახონ, ისინი კიდევ ფეთქავენ.

„9 აპრილი, 9 მაისი, 26 მაისი - ეს ყველაფერი იმდენად არა ქართველი ხალხისთვის ხდება, ხდება გარე სპონსორებისათვის, რომ თქვენ, რომ რაღაც „მეგობარი აქტი“ მიიღეთ აი, ჩვენ ამას როგორ სიხარულით გამოვეხმაურეთ.

ამიტომ ყველა ეს აქტივობა მიმართული არის იქითკენ, რომ გარე სპონსორებს უთხრან - არ მოადუნოთ თქვენ გარედან ზეწოლა საქართველოზე იმიტომ, რომ ერთადერთი მაცოცხლებელი ძალა ამ მარგინალური რადიკალური ოპოზიციისა არის დახმარება პოლიტიკური განცხადებების თუ ფინანსური დონაციების მხრივ.

ამიტომ ეს ყველაფერი რეალურად კეთდება იმისათვის, რომ გარე ძალებს დაანახონ, რომ ისინი კიდევ ფეთქავენ და მათი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში მათი აგენტურისათვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.