1766343917
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მუდმივად ხდება ეკლესიის წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა, ანტიეკლესიური პიარი
„როგორც კი გამოჩნდება ეკლესიაში ისეთი პიროვნება, რომელიც თავისი პიროვნული შეუთავსებლობის გამო ან თავისი სუბიექტური მიზეზებით უპირისპირდება ეკლესიას, მაშინვე ხდება ხოლმე მისი ავანსცენაზე გამოყვანა“, - ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა დოროთე ყურაშვილზე საუბრისას განაცხადა. .
მისივე თქმით, მუდმივად ხდება ეკლესიის წინააღმდეგ ორგანიზებული შეტევა, ანტიეკლესიური შავი პიარი.
„როგორც კი გამოჩნდება ეკლესიაში ისეთი პიროვნება, რომელიც თავისი პიროვნული შეუთავსებლობის გამო ან თავისი სუბიექტური მიზეზებით უპირისპირდება ეკლესიას მაშინვე ხდება ხოლმე მისი ავანსცენაზე გამოყვანა, ერთგვარად მისი ბოლომდე გამოყენება იმისთვის, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენონ საზოგადოებას იმ კუთხით, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მოახდინონ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.