ირაკლი ქადაგიშვილი: მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომ, სწორედ ეს არის ის მიდგომა, რითაც ხელისუფლება მოქმედებს

„მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებას.
„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწინავე ადგილი უკავია მსოფლიოში კორუფციის დაბალი მაჩვენებლების მიხედვით, ფინანსების და ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საერთოდ ლიდერი სახელმწიფოა. მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გაცხადებული პოლიტიკაა, რომ საქართველო კორუფციის სიმცირით მსოფლიოში ლიდერი ქვეყანა უნდა იყოს. ამიტომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკა და ის მიდგომა, რითაც ხელისუფლება მოქმედებს და კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა ყველას, ვისაც ასეთი დარღვევა, გადაცდომა და დანაშაული ექნება ჩადენილი, მასთან დაკავშირებით კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - აცხადებს ქადაგიშვილი.