1786545497
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს
მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, სწორედ ასეთი ფობიების გაღვივებით იწყება დაპირისპირება ქვეყნებს შორის.
„ნებისმიერი ფობია არის დიდი უბედურების წინაპირობა და სწორედ ასეთი ფობიების გაღვივებით იწყება ხოლმე სხვადასხვა სახის დაპირისპირება ერებსა, თუ სახელმწიფოებს შორის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.