1791780079
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მათი მიზანი საქართველოში არა რეალურად დემოკრატიის გამარჯვება, არამედ პოლიტიკური მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევაა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, გარე ძალების მთავარი მიზანი ნებისმიერ ფასად მათთვის სასურველი პოლიტიკური შედეგის მიღწევაა.
„რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტი მხოლოდ აქ არ ჩანს, ჩვენ უამრავი მიმართულებით ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, როდესაც სოციალურ პრობლემატიკაზე გამოსული მოსახლეობისა და ახალგაზრდების ბრუტალური წესით დაშლა ხდება პარიზში, ბელგიაში, ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, აქ ისინი გაჩუმებული არიან. მათი მიზანი საქართველოში არა რეალურად დემოკრატიის გამარჯვება, არამედ პოლიტიკური მიზნის მიღწევაა ნებისმიერ ფასად“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.