Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვამს - ნავამდე მიიყვანა მათმა უგუნურმა, გარედან ნაკარნახევმა პოლიტიკამ

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვამს, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახევმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისშია შესული.

„მგონი, ეს სიახლეს არ წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ეს კრიზისი განაპირობებს იმას, რომ ამ პარტიების ლიდერები ერთმანეთთან ასეთ მწვავე დაპირისპირებაში და ურთიერთბრალდებების რეჟიმში არიან. ხანდახან, ეს ბრალდებები უკიდურესად მწვავე ფორმასაც იღებს, ხოლმე. ისინი ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვამს, ისინი ერთ ნავამდე მათმა უგუნურმა და გარედან ნაკარნახევმა პოლიტიკამ მიიყვანა, თორემ მათ ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა და შეეძლოთ, პარლამენტში ყოფილიყვნენ. მათ ერთიანი ბრძანება მიიღეს, რომ პარლამენტი დაეტოვებინათ, დრო არ ითმენდა, საჭირო იყო გადატრიალება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება. ისინი გარედან თუ შიგნიდან ამ უბედურებაში ჩასვეს. დღეს კი პასუხისმგებლობის ტვირთი აწევთ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც გამოჩნდა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.