1790687877
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ს კვლევაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა IRI-ს გამოკითხვის შედეგი შეაფასა, რომლის მიხედვითაც ჯამში 8 ოპოზიციურ პარტიას მხოლოდ 16 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.
„ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკა, რომელიც მათ შორის გარედან იყო მართული და წახალისებული, თავისი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა. ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება ზუსტად აფასებს იმას, რომ ხელისუფლებამ შეძლო ამ ქვეყანაში მშვიდობისა და განვითარების ვექტორის შენარჩუნება და ეს უზრუნველყო“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.