Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ჰყოფნით თავხედობა და საგამოძიებო კომისიის დასკვნაში აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევებზე ამბობენ, რომ რაღაც მოთხრობააო, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მათ არც არაფერი მოუნანიებიათ და არც არაფერი უსწავლიათ

„ერთი რამე ნათელია, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ, მათ შორის საგამოძიებო კომისიის დასკვნა არ გამხდარიყო სასამართლო მსჯელობის საგანი“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველაფერი აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობას“ რეალურად არაფერი უსწავლია.

„ჰყოფნით თავხედობა და იმ დადასტურებულ შემთხვევებზე რაც ამ დასკვნაშია აღნიშნული, ამბობენ, რომ რაღაც მოთხრობააო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ მათ არც არაფერი მოუნანიებიათ და არც არაფერი უსწავლიათ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.